ფლეში

The Flash

ახალგაზრდა ფიზიკოსი ბარი ალენი ლაბორატორიაში მუშაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ტოქსიკური ქიმიკატების სასიკვდილო დოზით დასხივებული სასწაულებრივად გადარჩება. მეტამორფოზები, რომლებიც წარმოიშვება მის დნმ-ში სწრაფად ცვლის მას და იგი – ფანტასტიკური სიჩქარის განვითარების სუპერ უნარს იძენს. შედეგად, სუპერგმირად ქცეულ ბარის ადვილად შეუძლია სინათლეზე სწრაფად გადაადგილება. სამყაროები ერთმანეთს ეჯახებიან, როდესაც ბარი იყენებს თავის ზეშესაძლბლობას წარსულში მოგზაურობისთვის, რათა შეცვალოს წარსულის მოვლენები. მაგრამ როდესაც მისი ოჯახის გადარჩენის მცდელობა უნებურად ცვლის მომავალს, ბარი აღმოჩნდება რეალობის ხაფანგში, სადაც გენერალი ზოდი ბრუნდება განადგურების მუქარით. ახლა ბარიმ პენსიაზე გასული ბეტმენი უნდა დაიყოლიოს და გადაარჩინოს დაპატიმრებული კრიპტონიელი. საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ გადაარჩინოს სამყარო, რომელშიც ის იმყოფება და დაბრუნდეს მისთვის ნაცნობ მომავალში, ბარის ერთადერთი იმედი საკუთარი სიცოცხლისთვის რბოლაა.

6.785
ჟანრი

Recommended For You